გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- პროფესორის 1 რეკომენდაცია;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- სიგელები;
- სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ
საბუთები მიიღება 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 18 აპრილამდე
თსუ, მეექვსე კორპუსი, 207-ე ოთახი.
ბრძანების სრული ტექსტი იხ. ბმულზე
დადგენილება იხ. ბმულზე